დევის ტბა


ვიხილე ზეცა არეკლილი ტბის ზედაპირზე,
წყალი ფერების სიკაშკაშეს როგორ ერწყმოდა 
და რაჭისა და იმერეთის გზაგასაყართან
დევის ტბა საზღვრის მოდარაჯედ რომ გაწოლილა.

ფუნჯმა ვერ შეძლო დაეხატა ეს სილამაზე,
ფერთა გამებმა გასაოცრად მე გამაოცა,
შევბედე სტრიქონს, დავეწაფე ვით მწყურვალი წყალს,
რომ გადმომეცა ამ სამოთხის მშვენიერება.

მთებმა რამდენი საიდუმლო შემოინახა,
რამდენ საოცარ და უხილავ ადგილს გვიმალავს,
ჩემი სამშობლოს ჩემთვის უცნობ ამ სამოთხეში
ტბამ ზეცა, ზეცამ დედამიწა შეისისხლხორცა.

                  თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი