მინდა რომ...


მინდა რომ შენს ფიქრთან გზა მქონდეს ზიარი,
მინდა რომ შენს გულში სანთლად დავიღვარო,
მომავალს შევხედო ლამაზი ფერებით, 
ცხოვრების აღმართი ერთად ავიაროთ.

მე შენი, შენ ჩემი ფიქრები გესმოდეს,
მე შენი, შენ ჩემი ცხოვრების იმედო,
მინდა რომ ხელები არასდროს გამიშვა,
დარდი და ტკივილი ერთად განვიცადოთ.

მე შენი, შენ ჩემი იმედი გავსებდეს,
ხელის ხელს, გულის გულს უსიტყვოდ ესმოდეს,
თვალების ენა და მზრუნველი ხელები
ლამაზად გვატერებს ცხოვრების ბილიკზე.

            თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი