შემოდგომა


მიყვარს შემოდგომის ნარინჯის ფერები,
ნეკერჩხლის ალისფრად ანთილი ფოთლები,
ბუხარში გიზგიზა ლერწამის ტკაცუნი,
სუნი საწნახლის და მწიფე შემოდგომის.

ბადაგის დუღილის ღიღინი ქვევრებში,
სურნელი კომშის და მწიფე ბროწეულის,
ასკილის ანთილი ნამცეცა თვალები,
ნამი ხმელ ბალახზე მძივად შეკიდული.

მიყვარს შემოდგომის მთვარის გაღიმება,
ქარის შრიალი და სუნი ხმელი ჩალის,
ფოთლებს შეხიზნული მწიფე მტევანი და
გოგრა - გაბერილი, მძიმე დიდი ტანის.

მიყვარს შემოდგომის ლამაზი დღეები,
ფოთოლთა ცეკვა და მწიფობის ზეიმი,
ალის და ნარინჯის ფერთა შეხამებით
შექმნილი ცოცხალი ხალიჩის ფერები.
                                        თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი