რატომ მიყვარს მე სიცოცხლე


მთის მწვერვალებს შეეხეთქა დილის სხივი,
ხევმა იგრძნო ახალი დღის გათენება,
ორბის ფრთები ცის კაბადონს შეეხო და
მტრედისფერად შეეგება დილა მყინვარს.

აი რატომ, რატომ მიყვარს მე სიცოცხლე,
რად ვაფასებ გათენებულ ყველა დილას,
მთის ნამიან ბალახებზე მორბენალი
რატომ ვყვირი, რომ ამ მთების ექოც მიყვარს.

მიყვარს ნისლი, თეთრ ფიქრებში ჩაძირული,
ალიონის ალისფერი ფერიც მიყვარს, 
მათრობს სიო, სიო მთიდან მონაბერი,
ნაკადულის მოღიღინე ხმაც კი მხიბლავს.

აი რატომ რატომ მიყვარს მე სიცოცხლე, 
რად ვაფასებ გათენებულ ყველა დილას,
ბუნებისგან შექმნილ ყველა ღვთის სამკაულს 
ყოველ დილით მე ფიქრებით გულიში ვიკრავ.
.                          თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი