გქვია ქართველი
სანამ ყურს ატკბობს მრავალჟამიერ სანამ ქართველი შავლეგოს იმღერს სხეულში სანამ ქართული ცეკვა ქართული ჰანგი გულს აგიჩქროლებს ქართველთა ჰიმნი ,,ჩემი ხატია სამშობლოს’’ გრძნობით რომ აგამღერებს შენ მანამ გქვია ქართველი ჩემო ვიდრე ,,ცა-ფირუზ ხმელეთს’’ აღმერთებ. შენი სამშობლოს ნაქარგ ბუნებას შენს თვალში სანამ ლალის ფერი აქვს შენ მანამ გქვია ქართველი ჩემო გადაშენება არ გიწერია. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი