არასდროს დანებდე
არასდროს დანებდე, ებრძოლე ცხოვრებას, სიცოცხლე სულ ერთი შავთეთრი წამია. წამები არასდროს უკან არ ბრუნდება კარგიც და ცუდიც ხომ შენი სავალია. არასდროს არათქვა, რომ მორჩა, ნებდები, არ მისცე ცხოვრებას დუმილის უფლება. გასწორდი, სათქმელი ბოლომდე ამოთქვი, ცხოვრებაც ლამაზი თუმც რთული იქნება. სიცოცხლე ლამაზი ზღაპარი არაა, სიცოცხლე თმენაა, სიცოცხლე რწმენაა, არაგაქვს უფლება გაექცე, დანებდე, სიცოცხლე ეს დიდი ლამაზი სცენაა. დაიპყრობ? დაგიბყრობს ლამაზი დღეებით, პუბლიკა ლაღსა და მხიარულს მიგიღებს. ნებდები? გნებდაბა და შენი ცხოვრება გაივლის ნაცრისფერ მდუმარე სცენებით. ვინც იბრძვის, ვინც ცდილობს არასდროს ნებდება, მათია ამ ქვეყნის სიცოცხლით ხალისი, მომეცი გამჩენო მებრძოლის ჟინი და არასდროს არ ვიტყვი რომ უკვე დავნებდი. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი