ენდე გაუხსენი გრძნობებს გზა სავალი
ენდე, გაუხსენი გრძნობებს გზა სავალი, ჩარჩო დაამსხვრიე, ჰპოვე დანაკარგი, დატკბი ამ მიწის და ზეცის ზიარებით და თქვი რომ სიცოცხლის ტკბობით იარები. სუნი სველი მიწის თუ არ ჩაისუნთქე, მუხის შრიალმა თუ აღარ აგაღელვა, ფერი ბროწეულის თუ ვერ შეიგრძენი, მერცხლის ჭიკჭიკმა თუ სულში არ ჩაგხედა. რაა მაშ სიცოცხლე? რისთვის იარები? ბულბულს დაესესხე გრძნობის ზიარებით, დარდს არ დაემონო, დახშე იარები, ფიქრს მიეცი ნება მზესთან ზიარების. შვებით შეეგებე ცის მღიმრ ალიონს, დატკბი ცისარტყელის ლამაზი ფერებით, ფერებს მიეფერე ზღვაში ჩამავალ მზის, იგრძენ ნეტარება ღვთიურ ფერთა ფერის. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი