მიდის დრო


მიდის დრო და არ ჩერდება, წამი წუთებს ეწევიან
და თუ სადმე დაიჩოქებ წლებიც უცებ გეცლებიან.

ქარს მიანდე ყველა დარდი რაც ამ ქვეყნად გიგემია,
გაიხარე ყველა დილით, ფიქრს მიენდე იმედიანს.

ცას შეხედე და დარდები მარცვლებივით იბნევიან,
თუ სიკეთის მარცვალს დასთეს სიხარულით ღვივდებიან.

წინსვლის ბილიკს დაადექი, ძლიესნი არ ნებდებიან,
ამაყი ხარ როცა გულში იმედები ცოცხლდებიან.

                                            თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი