დაცლილი სოფელი
სახლი მოწყენილი, ეზო ცარიელი, ბანი, მოლოდინით გზისკენ მომზირალი, დგას და ელოდება, არ ჩანს შორი მგზავრი, ხალისს მოკლებული სოფლის ეზო კარის. დნება მოთმინებით, ერთ დროს თბილი სახლი, როდის შეიღება მისი სახლის კარი… კერას ნაკვერჩხალი როდის გააღვივებს, სურვილს სიცოცხლისას როდის გააღვიძებს. ასე მოლოდინში ქრება სოფლის სახლი, როდის განათდება კერა შუქჩამქრალი… სადღაც ორშარაზე გაჩნდა შორი ლანდი, სახლის მოიმედედ მოდის შორი მგზავრი. ყურშამ დაიყეფა სადღაც შორეთიდან, წყარომ მომდინარემ ჩუხჩუხს მოუმატა, სადღაც მოშორებით თითქოს უგრძვნიაო, სოფლის შორმა მგზავრმაც ნაბიჯს მოუჩქარა. შვებით აშრიალდა თუთა ჩრდილ დამდგარი, უცებ აჭრიალდა კარი უქმად მდგარი, კიბის საფეხურებს ითვლის შორი მგზავრი, თითქოს ღიღინებსო, ერთ, ორი, სამი. სხივი სიცოცხლისა ხელად დატრიალდა, სახლიც და პატრონიც ერთხმად ახმიანდა, ბუხარს მოგიზგიზე ალი აბრიალდა, კერას დალოცვილი სითბოც დატრიალდა. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი