ყვავილთა სილამაზე
ყველა ყვავილი ლამაზია ველის თუ ბაღის, ზოგს სურნელებით გაუმართლა, ზოგს სილამაზით, მაგრამ ვარდია დედოფალი, რჩეული ბაღის, ვარდის თაიგულს სილამაზე აქვს თავად ქალის. ყვავილებისთვის დედოფალის გვაქვს ორი ტახტი, ერთს ვარდი იჭერს და მეორეს ყაყაჩო ნაზი, ის მშვენებაა, დედოფალი მინდვრის და ყანის, სათნო, მშვენებით შესადარი უნაზეს ქალის. გვირილა-გამძლე,, ფესვ გამდგარი სამშვენი ველის, შეყვარებულთა გასათვლელი თუ ვის რა ელის, ვერ იამაყებს სურნელებით, თუმცა სიმშვენით ამ ველის ყვავილს თეთრი კაბა რარიგად შვენის. ია-ყვავილი უშიშარი ყინვის და ქარის, გამძლე, მებრძოლი, თან საოცრად ლამაზიც ნაზიც, კეთილსურნელით მათრობელი, ვით მორცხვი ქალი, ასეთი არის სილამაზე ყვავილთა დასის. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი