წუთი მარტოობის


ზოგჯერ დგება წუთი,
წუთი უიმედო,
ფიქრებს შეერევა სიბერე,
არ გსურს დაინახო,
არ გსურს გაიხარო,
გინდა აგონიას მინებდე.
არ გაქვს არვის დარდი,
მხოლოდ შენთვის გინდა
ჩუმად, ერთ კუნჭულს რომ მისვენდე,
გინდა დაიცალო,
ცრემლად დაიღვარო,
არ გსურს შებრალებას იღებდე.

                  თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი