განშორების მელოდია
შემოდგომის ფერებს ბინდი შერევია, დარჩა მხოლოდ სევდა, სევდა მტვრისფერია, გაქრა მოგონებაც ნარინჯისფერია და დასრულდა ჩვენი ნაზი მელოდია. ვგრძნობ რომ ყველაფერი დღეს სულ ერთფერია, სიტყვებს სილამაზე სადღაც გაქცევია, ფიქრებს გრძნობა დაცლილს დარდი შეჩვევია და ნათელი ღამე წყვდიადს შეხვედრია. აღარ ცეკვავს ტანგოს ზღვის თეთრი თოლია, თოვლის ფანტელებიც არ გვეფერებიან, ფერფლად ქცეულ გრძნობებს სევდა შერევია, გული გულს დაშორდა, თვალიც შეგელია. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი