ყაყაჩოს გასაუბრება


მშვენებით როგორ შეგედარო ვარდო გაშლილო,
ბაღჩა ბაღების მშვენება ხარ გვირგვინი გშვენის,
მე ყვავილი ვარ შავი ხალით წითელი ფერით,
მინდვრის მშვენებას მეძახიან, სამკაულს ველის. 

ველი ზაფხულის მზიან დღეებს ვამშვენებ ყანას,
თუმცა სურნელი მათრობელი შენებრ მე არ მაქვს,
შენ სხვაგვარი გაქვს სიცოცხლის გზა, ეკალიც გშვენის,
ბულბულიც გატკბობს, იადონიც შენს ყვავილს ეტრფის.

ჩემს და შენს შორის საზღვარია, საზღვარი ბედის,
მე სიცოცხლეც კი პეპლის დარად სამი დღის მელის,
შენს სილამაზეს დროც კი წყალობს, არასდროს ებრძვის,
ბაღშიც რჩეული ადგილი გაქვს რჩეულო ბედის.

ყვავილის მსგავსად ასეთია  ცხოვრების წესიც,
ზოგის სიცოცხლე ზღაპარია, ზოგა ბედი ერჩის,
მას თუ წილად ხვდა ბედნიერი უღრუბლო ზეცა,
შენ აბჯარ ასხმულს რაინდივით რთული გზა გებრძვის.

                                   თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი