ვაიპატრიოტებს
პატრიოტობა ვის როგორ ესმის... ანდა არ ესმის ამ სიტყვის არსი, დედის გინებით, მუშტების ქნევით, ვის თვალში გინდათ რომ გქონდეთ ფასი. თუ ძალადობა არის გმირობა, თუ მუშტში ნახეთ გმირობის არსი, სულ გაგითელავთ ფეხქვეშ ღირსება, სულ დაგიკარგვია ვაჟკაცო ფასი. გველს ხვრელით ტკბილად რომ ამოიყვანს, ამ სიტყვის ნუთუ თქვენ გესმის არსი, მაშ რაღას ებრძვით „წაშლილ თაობას“ რით გინდათ გქონდეთ მათ თვალში ფასი. გამქრალა ვაჟას, ილიას სიბრძნე და სულხან-საბას სიბრძნეთა არსი, თუ მხოლოდ მუშტის ენით ვმეტყველებთ და ბილწსიტყვობას მივეცით ფასი. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი