ზაფხულის წვიმა


მიყვარს ზაფხულის შხაპუნა წვიმა,
ჩემთვის სიცოცხლის შემვსებელია,
წვიმის წვეთები ცხელი დღის შემდეგ
წყაროს წყალივით გემრიელია.

სიცხისგან დაღლილს, მუქი ღრუბლიდან
გასაცოცხლებლად რომ გვესტუმრება,
სიცოცხლე წაშლილ დედაბუნებას
ნათელი სხივი კვლავ უბრუნდება.

მატკბობს წვიმის ხმა, წკაპუნის რიტმი
სახლის სახურავს რომ ახმიანებს
და მშრალ მიწაზე დაღვრილი წვეთი
მიწის გრილ სურნელს რომ ატრიალებს.

                     თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი