ლამაზი დილა


მზე ზღვის ტალღებს მოეფერა,
ალიონმა ბინდის ბადე მოიხსნა,
ცამ ცისფერი სამოსელი მოირგო და
დედამიწას მიესალმა შორიდან.

ღრუბლის ქულამ ცას ამბორი გაუგზავნა,
ნისლის ქურქი მთის მწვერვალმა მოისხა,
ცვარმა ბალახს წვეთით სული ჩაუდგა და
მწვანე ჯეჯილს ნორჩად ყოფნა უსურვა.

ცისარტყელამ ცის კიდეზე შეკიდულმა
შვიდი ფერით მშვიდი დილა გვისურვა,
რა კარგია, როცა დილა გითენდება 
და ბუნება გილამაზებს სასთუმალს.
                         თამარ გელაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი