დარაჯი


უკანასკნელ ღრუბელზე დამიცდა ფეხი
და ისე წამოვეგე საკუთარ აზრებს, როგორც ალესილ მახვილს.
დაცადა ბროლა უქარქაშოდ მტრის იარაღმა 
და მარჯვენა ხელით აღმართული გამიორგულდა.

ვიხდი სიძველისგან გაჟანგებულ ჯაჭვის პერანგს
და სარეცხივით ვიფენ გაშლილ მკლავზე,
თითქოს მის შიგნით აღარც ერთი ჭრილობა ბღავის ტკივილისაგან.

მუჭად ვყოფ ხელებს გადახსნილ ტყავში 
და შინაგან სილამაზეს ვისვამ სახეზე, 
რომ არც ერთი წამით მოვატყუო კომპანიონი.
მცდელობა მცდელობადაც არ მიფასდება.

ჩემს გაუცვეთავ აბჯარს, რომელსაც ყველა ბრძოლაში ვგარგავ, 
სხეულის მაგივრად ვაყურებ სახლის კედელზე, 
თვითონ კი ორად გაკეცილი ლეიბი ვარ და ვმზეურდები.
ისე დააკლდა ჩემს აზრს სხივები, 
მხოლოდ ზამთარი მელანდება წამდაუწუმ..

ხო და დაიწყო დარაჯობა თითო წამის 
და მალე თოვლშიც ჩავეფლობი ასე მგონია..
როგორ ძლიერადაც არ უნდა ჩავრაზო კარი,
მაინც გამყინავს.

ზამთრის ბოლოს, შეგუებას რომ მოამთავრებს 
და კარს გააღებს,
ალბათ მე მერქმევა მისი დარაჯი, 
ფეხებში ჩავუვარდები და ვეტყვი დარჩეს.

ის კი გაწოლილს , თმაგათეთრებულს, თოვლით დაპენტილს გადამაბიჯებს დამცინავად 
და სანამ მთლიანად აორთქლდება ,
თავიდან მოვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი