ჩემს ბნელ გვირაბში შენი კვალი ნელ-ნელა ..
ჩემს ბნელ გვირაბში შენი კვალი ნელ-ნელა ქრება, მე კიდევ ფერად-ფერად ვაწყობ ახლის ნაბიჯებს, ვითვლი უკუღმა წითელ მთვარეზე მბჟუტავ ვარსკვლავებს და ვიძირები უსასრულო სიღრმის მორევში. ხელოვნურია ის ნათება, რომელიც მათბობს და მეც ხელოვანს მკმარა მხოლოდ შეხება სხივის, სხვისი სხივია, ყვირის და გმობს ჩემთან შეჩვევას და გზატკეცილეზე გაწოლილი ეგოს აბიჯებს. გათელა უცხომ ნაგროვები კონა-ოცნება და დამავალა გადარეკვა მისი ცხოველის, ვკვებავ ჩემს ჩრდილში ამოსული სამყურა ფოთლით და გასაგონად მეტაფორის ცეცხლით ჩავყვირი, რომ მიტოვებულს გაეგება მხოლოდ ჩემი ხმა. მატარებელი იძვრის მხოლოდ შენი გოდებით და შენს ცხედარზე ლიანდაგი სიჩუმეს კოცნის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი