მეტყველი გული
მე დიდი გოგოვარ მაგრამ ძალიანპატარა გული მაქვს... მგრძნობიარე და ემოციური... მცირედი ახარებს და მცირედი სწყენს... მე დიდი გოგო ვარ... თითქმის ნახევარისიცოცხლე განვლე ვიცი რომ ცხოვრება ბარიერებით არი სავსე არა ერთხელ გადავლახე და ვლახავ დღემდე. ტკივილის ფასად სიხარულის ფასად უბედურების ფასად ცრემლების ფასად... მე დიდი გოგო ვარ... ვიცი რომ ცხოვრებისგან რასაც ვითხოვ აუცილებლად უნდა ვიმსახურებდე... ამიტომ არასოდეს არ ვითხოვ იმას რასაც არ ვიმსახურებ... საერთოდ არაფერს ვითხოვ უბრალოდ... მე დიდი გოგო ვარ ... მაგრამ გული მაქვს ძლიან პატარა გული რომელიც ითხოვს უსიტყვოდ ჩემს გულს საუბარი არ შეუძლია უბრალოდ ვგრძნობ აი აქ მარცხნივ მკერდთან მის ნერვიულ ბაგა ბუგს. ვკითხე:-რა გინდა ? -სითბო! -გცივა? -ძალიან. -რატომ? -ვერ ვთბები -იქნებ ისეთ ყინულად იქეცი სიტბო ვეღარ გალღობს. -არა მე ყინული არ ვარ. -რა ხარ მაინც? -რა არა ვინ. -ვერ გავიგე? -რა ვერ გაიგე !?მე სულიერი ვარ შენი პატარა გული. -კი ასეა. -მერე რას ითხოვ ჩემგან. -იმოქმედე! -როგორ. -ისე როგოც მე გიკარნახებ. -კი მაგრამ არა ერთხელ მატკინა შენზე დაჯერებამ. -არა ეს მე უნდა ვთქვა შენ არა ისევ მე მეტკინება. -რა გინდა ჩემგან? -იმოქმედე! -როგორ ?! -ისე როგორც მე გიკარნახებ. -მეშინია.. -ვერ გაიგე?ახლა უნდა გეშინოდეს! -რატომ?- -იმიტომ რომ ვცარიელდები. -მე რაში მდებ ბრალს? -უმოქმედობაში. -არ მინდა იმედი გამიცრუვდეს მოვკვდები. -არა შენ ჩემს გარეშე ვერ მოკვდები. -რა გინდა?რაა!!! -მოეშვი ფიქრს ცოტა ხანი ჩემთვის მოიცალე. -არ მინდა გატკინო. -ვერ ხვდები?შენ უკვე დიდი გოგო ხარ მე კი შენი პატარა გული -მე შენ გიფრთხილდები... -არა მკლავ! -როთი ! -უმოქმედობით! -როგორ ვიმოქმედო -ისე როგორც ადრე. -არ შემიძლია. -რატომ? -არ შემიძლია ბრძოლა მარტო! -შენ მარტო არ ხარ.. -ვისთვის ვიბრძოლო ან რისთვის თუ სულერთი ხარ მისთვის ბრძოლას რა აზრი აქვს. -მე რომ გადავრჩე! -შენ? -ჰო მე რომ გადავრჩე ჩემთვის უნდა იბრძოლო. -ძალა აღარ მაქვს! -ვაი:( -რა მოხდა?! -მგონი ვჩერდები.. -არა ოღონდ ეს არა -სულ ცოტაც და გაგიჩერდები -არა ამას არ გააკეთებ! -აი ცოტაც და გავჩერდები.. -ვაიმე არა არა მოიცა რა გავაკეთო?! -ი..მო..ქმე...დეეეეეე. მე დიდი გოგო ვარ... მაგრამ ძალიანპატარა მგრძნობიარე და ემოციური გული მაქვს რომელიც არა ერთხელ მისულა ბოლო მიდზინების ქარაფზე...მაგრამ ჯერ კიდევ ცემს ჯერ კიდევ ცოცხლობს ჯერ კიდევ არსებობს.რადგან ის არი ჩემი ერთად ერთი მოკარნახე ვისაც ვუსმენ. მე დიდი გოგო ვარ... პატარა გულით მგრძნობიარით და ემოციურით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი