მაისობას ოცდექვსს
მაისობას, ოცდაექვსს, სვავმა სული დალია, ქართველები ხარობენ, ვისი ჩექმის ზარია? ნალი გამოჰგლეჯია, ტერფიც დაუგალია, ამას ნატრობს ქართველი, ეს რამდენი ხანია. ოცდაექვსი მაისი, - წელში გატყდა ბნელეთი, იმპერიას ფესვები მოსწყვეტია ძირამდე, აქეთ რას იჭიმება გაგლეჯილი სამხრეთი, თავად დასაწყლებული, ჩოლოქს მოგვდგა მდინარეს. გაიძარცვა წარსული, აწმყო რად არეულა,! მაზნიაშვილის ჯარი ჯავრით გადარეულა, ჯავშანმატარებელთან საქმით გამორჩეულა! ის ხომ გოგუაძეა, - წამით არ დაბნეულა... ქვეყნის დახსნის სურვილით, თავს ვიცავდით ვკდებოდით, ახლად შექმნილ სამშობლოს, გულში ვეფერებოდით, ყველა მხრიდან მტრის დასხმას, თავგანწირვით ვხვდებოდით, ერთიან საქართველოს, მხრებზე ძლივსღა ვსწვდებოდით. ბევრი ვკოცნეთ ვეფერეთ, ცოტა გამოგვივიდა, მტერმა აღარ გვაცალა, ცრემლიც წამოგვივიდა, ძველი ჭრილობებისა, ბევრი შეგვრჩა იარა, ნიკოფსიით მოგვიხტა, ზათქით გადაგვიარა. თეთრი ცხენით მხედარი, მიხტის, მიეჭენება, წითელ დროშას სისხლები, ნეკერტებად მიება, ვის ადარდებს მამულთან ხალხის გამოთხოვება, თბილისს ჯანღი ჩამოწვა, - ასეთია დროება! ჩვენი თავისუფლება ასე შეგვინახია, ისე როგორც ღადარში, ნაკვერჩხალი აყრია, ახლაც ძველებურად გვსჯის, - მიზნად დაუსახია, ისევე დაგვიმონოს, - სახე ჩამოგვახია. 25.05.2025. წ. თ. მ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი