დიდგორი


დიდგორი     
                                      
ორასი კაცი ორასი ათასს,
შეერია თუ ზღვამ პირი უყო...
 ხალათში ხმალი დაიწყებს ბაასს
გალაღებულ მტერს გული გაუპოს!

დავითის სიბრძნე და სიმამაცე,
შეერწყა მხედრულ გამბედაობას,
ჩვენ გავიმარჯვეთ!  ეს სიამაყე,
მალამოდ ეცხოს ახალ თაობას.

მართლაც, "ძლევაი ეს საკვირველი",
ბევრს გააოცებს, მისცემს მაგალითს,
ხით ჩახერგილი დიდგორის ველი,
დააჭერინებს  მავანთ თადარიგს.

როგორც უხორცო, ისე იბრძოდა,
წამითაც  კი არ შეუსვენია,
წიგნს კითხულობდა, ექსტაზში შესულს,
მტრის თავდასხმაც კი
გამორჩენია..

არ დაასვენა თავისი ხალხი,
ვიდრე ზღვა ზღვასთან არ შეაერთა,
ძალიან ბევრიც რომ "მოიმდურა,"
თავმდაბლად თავი ღმერთს შეავედრა.

შემიწყალეო, -  მოინანია, 
თითქოსდა მტრისთვის დაეთმო რამე,
შენ იმედზე ვართ დიდი ხანია
როგორ ნათელჰყავ უკუნი ღამე.

მეფევ, რა გქონდა  შესაწყალები,
შენის  წყალობით ავსე ქვეყანა,
"ფეხი დამადგით! - გვითხრ, წვალებით,
ხალხი სიზმრიდან გამოგეყვანა.


 მამა რომ იყავ ამაგდარი ჩვენი ერისა,
მიტომაც ასე სიგრძე განით გასწიე მიწა,
 გვიშენე ისე,  რომ დაქცევა  მტერს არ ეღირსა,
ისევე შენით, - დრო და ჟამმა რაც დაგვიმტკიცა.

მისი საქმენი ისტორიას ისე შერჩება 
როგორც ფირფიტებს იეროგლიფის დანაკაწრები,
არ დაგჭირდება სულის მშენებს გამოსარჩლება,
შენ, საქართველოს  არასოდეს დაეკარგები!

აშენე ისე, მკვიდრად აშენე,
სულის სიმები ხალხს შეურხიე,
შეურხიე და სამარადჟამოდ,
ოქროს აკვანი  გადაურწიე..

თემურ მგელაძე
12.08.1020 წ. 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი