ჩემო გარეჯო
დღეს, ჩვენ გვიპირებენ წართმევას, წარსულის, აწმყოს და მომავლისას... ჩვენი დავით გარეჯა, სადაც ქართველი საუკუნოობით ირჯებოდა, შრომობდა, ტკბილის ხმით გალობდა, უფლის ხმით ლოცულობა... დღეს სხვა გიჩემებს, ჩემო გარეჯო, დავით გარეჯა ჩემიაო, ჩემიაო დავით გარეჯა.. ჩემო გარეჯო, ჩემო სამოთხევ, ჩემო გარეჯო, ჩემო დიადო, მესაიდუმლევ, შენ ამ სამყაროს ლალ-მარგალიტო, შენ ამ ქვეყნის მანათობელო, შენ ამ ქვეყნის კარიბჭეო, გზაო, ბილიკო, ხიდო გადებულო სამოთხისამდის!... ჩემო გარეჯო, ჩემი გულიდან ვერვინ ამოგგლეჯს, ჩემი სულიდან ვერვინ წაგიღებს... ჩემო გარეჯო, ხვიჩა და გოჩა და მრავალი სხვაჲ წამართვა თურქმა, მონღოლმა და სპარსმა, ჩემი არჩილი და მრავალი სხვაჲ წამართვა რუსმა, ჩემი შვილები, შვილიშვილები წამართვა სხვამა, ჩემი აფხაზეთი, ჩემი ცხინვალი და ჩემი ლაზეთი, ჩემი საინგილო, ჩემი სილამაზე წამართვა სხვამა და იგივ შეცდომას მე არ დავუშვებ... არა და არა... არა და არა... ჩემო გარეჯო, ჩემო სიამაყევ, ჩემოპ გარეჯო, ამა ქვეყნის ჩემო სამოთხევ, ვერვინ წამართმევს, ვერვინ წამართმევს მე შენსა თავსა, ჩემო გარეჯო!.. ტყვილა ირჯება ის უთვისტომო, უისტორიო, ის ისტორიის მეცამეტე გოჭი ტყვილა ირჯება.. ჩემო გარეჯო, ჩემი ხარ, ჩემი იყავ და ჩემი იქნები, ასე იქნება მარად და მარად!.. ჩემო გარეჯო, ჩემი ქვეყნის მტკიცე გვირგვინო, ჩემო გარეჯო, მე ვერვინ წამართვმევს შენსა თავსა, ჩემო გარეჯო... ჩემი სულიდან, ჩემი გულიდან, ვერვინ წაგიყვანს, ჩემო გარეჯო... 2019 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი