* * * (ვიღაცას ელანდება ტახტი..)
ვიღაცას ელანდება ტახტი, ვიღაცას ელანდება დაფნის გვირგვინი, ვიღაცას ელანდება ხმალი, ვიღაცას ელანდება ოქრო, ვიღაცა იყიდება ვერცხლად, ვიღაცა ყიდის ვერცხლს, ვიღაცას ელანდება დიდება, ჩემს გვერდით მჯდომ ბავშვს კი ელანდება -დედა, -პური და -წყალი!.. პურზე და წყალზე უარს ამბობს, ოღონდ გულში ჩაიკრას დედამ! დედა არ მოდის, დედა ვერ მოდის მასთან და ბავშვი ისევე, როგორც მუჰამედი მთასთან, მივიდა დედასთან... ავიდა ცეზაში... ავიდა დედასთან... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი