ნაოჭი
რისი გეშინია ნაოჭების, ის სიმდიდრეა, პირიქით, გიყვარდეს უნდა. გეშინოდეს უნაოჭოდ წასვლის, თორემ ნაოჭიანად წასვლა ეს ბედნიერებაა. და თქვენ წარმოიდგინეთ ვერ წარმოვიდგენდი ასე , რომ იმ გზაზე გასეირნება, რომ იმ გზაზე წასვლა ნაოჭიანად ასეთი ბედნიოერება იქნებოდა, და თურმე ყოფილა ბედნიერება... ვფიქრობ ნაოჭზე და თვალებთაგან ცრემლები მომდის, ეს სანაოჭე ცრემლები არაა, ხახვის დაჭრაში ვეხმარები მეზობელ გოგონას და ხახვმა მადინა ცრემლი. ნაოჭი სიმდიდრეა!.. ჩემს მტერსაც კი არ ვუსურვებ უნაოჭოდ წასვლას იქით... მუხა მანამ მეცოდება მოსაჭრელად სანამ ფუღურო გაუჩნდება, სანამ კანი აუნაოჭდება, აექერცლება, თორემ მერე მისი მოჭრა არ არის ძნელი, მერე არ მეცოდება, ბედნიერად უცხოვრია და ახლა დანაოჭბული, ფოთოლდაცვენილი, შრიალგაცვეთილი მუხა, რომ მოვჭრა ცოდვა არაა... მთაზე თოვლი ანუ ქალის თმაზე ჭაღარა ეს არის გვირგვინი მისი ბრწყინვალებისა... ეს ნაოჭი სიბერისა კი არარის, ეს დაბერებული მზისგან დამჩნეული შუჩრდილია, მზეა რო ბერდება, თორემ შენ რა დაგაბერებს ქალო, თორემ შენ რა დაგაბერებს დედა... თვალებთაგან მოვიწმინდე ისევ ხახვისსიმწრენარევი ცრემლი, იმდენი მოვიცრემლე ნაოჭი გამიჩნდა თვალზე, შევშინდი, დავღონდი, ავთრთოლდი, შემეშინდა ნაოჭის... სხვისი ნაოჭია მსუბუქი, შენი ნაოჭია მძიმე, ისევე, როგორც ვირსაკიდებული ტვირთია შენთვის მსუბუქი და შენს ხელზე მობმული თოკი, რომლითაც გზას იკვლევს ვირი - მძიმე... მაგრეამ გამახსენდა, ნაოჭი ეს ბედნიერებაა, მაგრამ გამაზსენდა, ჭაღარა ეს გვირგვინია!... შენ რა დაგაბერებს ქალო, ეს მზეა რო ბერდება, ეს ცაა, რომ ბერდება, შენ რა დაგაბერებს ქალო?!.. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი