და თითქოს ხე ვარ
და თითქოს ხე ვარ და ხავსმა მომკიდა ხელი, და თითქოს ხე ვარ და სოკო შემიჩნდა სულში, და თითქოს ხე ვარ და ყელში მიჭერს მე სუროს კაშნე. დაეშვა წვიმა და დამისველდა გაშლილი ფოთლები, თოვს და დამემტვრა მე ძლიერი ტოტები... ბავშვები თამაშობენ თოვლში, გუნდ-გუნდად ჯგუფდებიან და ერთმანეთს ესვრიან გუნდებს. ხან მეც მესვრიან, მაინც ხეააო და ვერ იგრძობსო, უსულო არ ისო და არ ეტკინებაო, ამბობენ ასე. მართლა არ მეტკინებოდა ვფიცავ ყველაფერს, მაგრამ უსულოააო და მეტკინა, მართლა მეტკინა. მტკივა ბავშვების ასეთი უგულობა... და თითქოს ხე ვარ, მწყურია ძლიერ, მიწაში გართხმული ფესვები მტკივა, ხმება და ჭკნება, და თითქოს ხე ვარ, წყალში ვიხრჩობი, მიწაში გართხმული ფესვები ლპება, მტკივა, მიშველეთ ვინმემ... და თითქოს ხე ვარ, საჩრდილობლად ამოსული ხე, ალბათ ოდესღაც ლამაზიც ვიყავ და ძირში მჭრიან, და ძირში მომჭრეს, ზამთარი მოდის, უშეშოდ ვერ დახვდებიან ზამთარს. დიახ, მომჭერით! გაძლევთ მე ნებას, ჩემი სიცოცხლე რაღად ღირს ჩემთვის. მომჭერით, გაითბეთ, კიდევ ერთი ზამტარი გადაიტანეთ, მაგრამ ზაფხულში, როდესაც მზე დაგხრუკავთ, დნობას დაიოწყებთ, მე ნუ დამაბრალებთ ნურაფერს!.. და თითქოს ხე ვარ, ვგრძნობ როგორ მომჭრეს, როგორ მჭრიან მორებად და მერე როგორ მაპობენ, ვგრძნობ, როგორ ვიწვი ბუხარში, ვგრძნობ, როგორ გამოდის ჩემი სისხლი ჩემი სხეულიდან, მაინც ვერ ვერევი ცეცხლს... და თითქოს ხე ვარ, ხელი მომკიდა მე სოკომ და საბოლოოდ მომახრჩო სურუმ. ასე მინდა დავიჯერო თორემ სინამდვილეში ცემს ჩრდილქვეშ გაზრდილმა, ცემს ფოთლებსქვეშ დავაჟკაცებულმა მომჭრა, მან მომისწრაფა სიცოცხლე.... და თითქოს ხე ვ არ, ვარ კი არა ვიყავი ოდესღაც, ახლა ნაცარი ვარ, ვარ კი არა ვიყავი, რადგან მე შემიტანეს ბოსტანში და მიმომაბნიეს პომინდვრისა და კიტრის ძირებში, მერე წვიმამ დაუშვა, დავსველდი და შიგ ჩავედი, უკვე ნაცარიც არ ვარ... და თიტქოს ხე ვარ, ვარ კი არა ვიყავი ოდესღაც... მქონდა მხოლოდ წარსული, აწმყოს და მომავალს ჩემთვცის არ ეცალათ. ამ ზამტარს ჩემს ძმასაც აქცევენ ნაცრად და მერე მასაც ბოპსტანში დამარხავენ... წაგვიშალე წასრსული, აწმყო და მომავალი გზას აცდა, ვერ მოაღწია ჩვენამდე..... და თითქოს ხე ვიყავი და ხავსმა მომკიდა ხელი, და თითქოს ხე ვიყავი და სოკო შემიჩნდა სულში, და თითქოს ხე ვიყავი და ყელში არა სუროს კაშნემ, არამედ ჩემსჩრდილქვეშ და ჩემს ფოთოლქვეშ დავაჟკაცებულმა მომახრჩო!.. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი