ველოდები...
ველოდები, უნდა მოვიდეს... ვზივარ სკვერის თავში, რო შემოვა, უცბად მინდა ვნახო. ხელში ყვავილები მიჭირავს, ჯიბეში მიდევს სისხლისფერი პატარა ყუთი, შიგნით ბეჭედი... ველოდები, უნდა მოვიდეს... მაწვიმს და ქარიც ქრის, მე კი ადგილიდან არ ვიძვრი. ველოდები, უნდა მოვიდეს... და ამ ლოდინში შემომათენდა... ,,facebook''-ზე შევიჭყიტინე, ვნახე ულოცავენ ბედნიერებას და მეც გამიხარდა, გულში ვამბობ ,,მადლობა''. გვერდით მივიხედე, მინდა ბაგე დავუკოცნო, მაგრამ არ არის!... სურათს კარგად დავაკვირდი... ის ნამდვილად ისაა, ოღონდ ბიჭი არა ვარ მე!.. და თურმე გაფრენილა, წასულა სხვაგან... მერცხალმა იპოვა თავისი ბუდე!.. დავლოცე თანაც გავწყერი... დამარცხებული ქორივით ავიზლაზნე, ყვავილები არ გადავყარე, როგორც ყრიან ხოლმე. სკვერის შუაგულში შევედი და მწერლის ბიუსტთან დავდე... ბეჭედი შორს მოვისროლე... ყვავილები მეცოდებოდა თორემ ბეჭედი რა შესაცოდია!.. ველოდე, მან კი დამტოვა.... ველოდე, ის კი წასულა, გაფრენილა.. გილოცავ, წარმატებები, ცეცხლში დაწვას გისურვებ! თან დაცკლოცე და თან დავწყევლე... რომელი ახდება არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, ან წყევლა შემისრულდება ან დალოცვა!.. ველოდე, ის კი გაპარულა!.. მივდივარ სახლში... ნახვამდის... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი