* * * (ადამიანო...)


ადამიანო!..
რით ვერ შეირგე ქონება, რომელიც ღმერთმა მოგცა!..
-რა ქონება მომცა ღმერთმა? - იკითხა უმადურმა.
შე უბადურო,
      შე უბადრუკო,
                 განა ქონება არ არის შვილები რომ გყავს?!.
ჩაფიქრდა იცბად.
ადგა და წავიდა...
დაბრუნდა სხვა დროს, სხვა დღეს და ასე მითხრა -
ქონებაა ის, რისი დახარჯვაც შემიძლია,
შვილები, როგორ დავხარჯო?..
მივუგე ასე -
ქონება ისაა რაც არ იხარჯება,
რაც იხარჯება ესაა
დრო,
    ფული და
          სინდისი...
ქონება კი არ იხარჯება, არა!..
დრო ტყუილა დაგიხარჯავს, შენი სიცოცხლე არაფერი ყოფილა,
ფულიოც გაფლანგე,
ხოლო სინდისი სულ არ გაგაჩნია!..

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი