* * * (ორთქლი ასდით...)


ორთქლი ასდით ხეებს და იწურება მზე,
მთვარეს ჩაკბიჩა ქართველმა დევმა და გაახალმთვარა...
გაგვაახალე ქართველო დევო,
დევო ნუ შემჭამ, გამაახალე...
ბაზრიდან დაბრუინებულმა შაოსანმა ქალმა,
რომელიც თურმე დევების დედა ყოფილა,
დევებს მოუტანა ასეთი ამბავი:
ფულს უკვე ჩალის და გუშინდელი მზის ფასი აქვსო,
დღეს მშივრები დაწვებითო,
ტანაც ხალხიც დაბნეულია, 
უჩვეულოდ და უდროოდ გაახალმთავრებულა მტვარე...
დევები დაწვნენ,
შუაღამე იდგა...
ამ საშინელ კოღოსაც კი ეძინა, არ ბზუოდა და არ იკბინებოდა...
მშივრები იყვნენ გადევებული ქართველი კაცები.
ჩუმად მიეპარნენ უჩვეულოდ და უდროოდ გაახალმთავრებულ მთვარეს
და გადაყლაპეს...
მერე მუცელი ატკივდათ და მთვარე დაუბრუნეს ზეცას...
ასე ამიხსნა დედამ მე მთვარის დაბნელება,
მე კი უცოდველმა და გულუბრყვილო ბავშვმა დავიჯერე!..
ჩემს შვილებსაც ასე ვასწავლი,
ასე ვეტყვი სანამ ცოდვილები გახდებიან!..

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი