* * * (და თითქოს ავშენდით..)


და თითქოს ავშენდით, და თითქოს ყველაფერი რიგზეა - 
,,კართაგენი დაინგრა'' - აწი რა გვიჭირს!..
სათიბად წასულმა მამამ ფეხში ცელი მოირტყა
და სისხლი სდის.
მამის სისხლი უერთდება დედამიწას.
და ბუნება ზილავს მამის სიხლით ცომს.
მოვარაყებული ფეხიდან სდიოდა ცეცხლი.
გვირილები დავუკრიფე დედას და ვაჩუქე,
ვუთხარი მიყვარხარ-მეთქი!..
და თითქოს ავშენდით, და თითქოს ყველაფერი რიგზეა -
,,კართაგენი დაინგრა'' - აწი რა გვიჭირს!
,,რუბიკონიც გადალახულია'' - აწი სულმთლად რა გვიჭირს!..
არც კართაგენი და არც რუბიკონი უშველის
ჩემს მშიერ მეზობელ ბავშვს...
გვირილა დახმა, დაჭკნა, ჩამოიღვინთა 
და თურმე გასულა ერთი წელი
და მამა წავიდა ისევ სათიბად და წითელი გვირილები დახვდა.
ეს მამის სისხლნარევი გაცხოველებული გვირილაა!..
და თითქოს ყველაფერი რიგზეა, და თითქოს ყველაფერში რიგზეა
,,კართაგენი'' კი არა,
სამწუხაროდ საქართველო ინგრევა!..

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი