* * * (დამსუსხა...)


დამსუსხა ჭინჭარმა. გული მოვიყვანე და მიწასთან გაცასრე იგი.
კანზე მჯავა გადმომეღვინთა და სუსხმა შემიპყრო,
დაყრილობა დამეწყო კიანზე. ავბურკულდი, როგორც შალი.
არ მოვმკვდარვარ, ვცოცხლობ...
მეორე დღეს, როდესაც იგივე ადგილი გავიარე
მიწასთან გასწორებული, დამჭკნარ-დაცრემლილი ჭინჭარი ვნახე.
სუსხი განმიახლდა. მაგრძნობინა ჭინჭარმა.
შემეცოდა. მაგრამ ვერ აღვადგინე, ღმერთი არა ვარ
და არც ლაზარეა ჭინჭარი, რომ აღდგეს.
მე მოვკვდი ცხრაჯერ
და აჰა, ვიშვი მეათედ და მაინც
მეახალება ეს ბუნება, რომელიც ძირიან-ფისვიანად ვიცი
და მახსოვდა ცხრაჯერ შობისას!..
და აჰა, ვიშვი მეათედ,
და გავიცანი ცხრაჯერ შობისა ვერგაცნობილი ბუნება.
მე კი ვიშვი,
მაგრამ ჭინჭარი ვერა!...
ვერა და ვერა!..

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი