* * * (სდუმხარ და...)


სდუმხარ და მაინც რატომ ხმაურობ ასე?!.
სიტყვა არ იძვრის შენი ბაგიდან,
შენმა სიტყვებმა კი ძმას-ძმა მოაკვლევინა...
ბნელი ხარ და ასე რატოკმ ანათებ?!.
შენი წითელი სული აეშალა დაწოლილ ნისლს
და რაღაც მომაკვდინებელს, საფრთხობელას ჰგავხარ,
თუმცა საფრთხე შენ ხარ და შენს თავს აფრთხობ?..
ასე პატარა ასე დიდად რატომ ჩანხარ?!.
სდუმხარ და მაინც რატომ ხმაურობ ასე?!.
ყველაფეი აირია,
ყველაფერმა დაკარგა განზომილებანი.
თვინთ განზომილებამაც და კარგა არსი და განზომილება.
ყველაფერი აირია,
ყველაფერი არეულია,
როგორც მყვიტალობის ჟამს მდგარი გოგოს საძინებელი ოთახი...
შენი სახელი იწყება ა-თი და 
რატომ გიცნობენ ჰ-თი?!.
რატომ? რატომ?
-ადექი შვილო! - მომაძახა დედამ.
გავიღვიძე...
თურმე სიზმარში ვყოფილვარ...
ყველაფერი რიგზეა, ალბათ!...

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი