* * * (და თითქოს მენატრება...)


თითქოს მენატრება ყველაფერი,
თითქოს არც მინდა არაფერი.
წვიმს და ვსხველდი,
წვიმს და დასველდა მკერდსავსე გოგო,
რომელიც სველპერანგიანი უფრო ლამაზია,
უფრო მიმზიდველი,
როგორც კოქტელიში ჩაჟუჟბჟებული ტარხუნას ფოთოლი.
დამიარა ჟრუანტელმა, დავიბურძგლე,
ეკლებივით გამომაყარა, 
ორივე თვალი მკერდსავსე გოგოსაკენ გამირბის.
არც თოკი მაქვს და არა არაფერი,
რომ დავაბა თვალები,
რომ არ  გამეცეს თვალები იქით 
და რომ ცოდვაში არ შევჟუჟუნდე...
და უფრო დაეშვა წვიმა, და გოგო უფრო ახლოს მოდის ჩემთან,
ვფიცავ, ქოლგა არ მინდა!.. 
რომც მქონდეს არ გავშლი,
ისე ლამაზად მომეხვია მე გოგოს გაშლილი თმები.
წვიმს და თანდათან უფრო ლამაზდება 
და მიმზიდველდება მჯერდსავსე გოგო.
თვალები გამირბის ორი მოლიპულკანიანი ვაშლისაკენ,
რომლებიც ლაპლაპებენ სველ პერანგში 
და რომელთა ყუნწი ორიოდე ჟრუანტელს აყრის სველ პერანგს.
თითქოს მენატრება ყველაფერი,
თითქოს არც მინდა არაფერი!..
გადაიღო წვიმამ,
ისეთი ლამაზი სუნი ასდის გემრიელ გოგოს,
მისი გადაყლაპვა მოგინდება...
ოჰ, ღმერთო ჩემო,
ვაშლი მაინც მაჭამა, რომელიც დასველდა სველ წვიმაში!..
გადაიღო წვიმამ და ჰალსტუხით დავაბი თვალები,
სველი პერანგი მომეხმარა ჩემი ცხელი გრძნობების ჩასაქრობად...
გადაირო წვიმამ და თითქოს ყველაფერი მინდა
და თითქოს არაფერიც არ მინდა!...

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი