* * * (მზე ელვარებდა...)


მზე ელვარებდა და ქალის რძეში ბანაობდა.
და რძე, თეთრი და წმინდა,
და რძე, თეთრი და კამკამა
წვეთ-წვეთობით ჩამიღვინთა და ყვითლად იქცა,
თითქოს აკარაქდა.
და შვილი, ექვსი თვის ჩვილი
მშიერი წვება, მშიერი იღვიძებს, მშიერი რჩება,
დედამისი რძეს მსეს ასმევს და რჩეში აბანავებს!..
დედამთილი, ექვსი თვის ჩვილი ბებია
წყევლის მზეს და რძალს.
მზე დაბნელდა და რძე გახმა.
მზე ელვარებდა და ქალის რძეში ბანაობდა.
და რძე, თეთრი და წმინდა,
და რძე, თეთრი და კამკამა
წვეთ-წვეთობით ჩამიღვინთა და ყვითლად იქცა,
თითქოს აკარაქდა,
რძალი კი ამარმარილოვდა!..
ქარმა დაუბერა და გაფანტა ხრუბლები,
ცოთა მოცხა და რძეც გალღვა და მზეც გაოჩნდა...
ქალს ერთ მკერდზე ემზეურება ბარჩხალა მზე
და მეორე მკერდზე მშიერი ვაჟი!..
წვიმს, 
ოჰ, რა კარგია წვიმა!...

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი