* * * (დაღამდა, ველოდები...)
დაღამდა, ველოდები მთვარის ამოსვლას, მაგრამ ვერ ვხედავ. ან კი საერთოდ ამოდის მთვარე?.. ან კი საერთოდ ჩადის მზე?.. დაფნის ბუჩქებსი ჟღურტულებდნენ რაღაც არსებები, და მე, როგორც ცნობისმოყვარე არსებამ ხელი შევაჟღურტულე, გაფრინდნენ ჩიტები, მე კი რაღაც დავიჭირე. ხელში შემრჩა ვიღაც კახპის დანატოვარი ტანგა. აქ რა უნდა ამას? პასუხს ვერ ვსცემ ჩემსავე კითხვას. სად არის მთვარე? ოჰ, ღმერთო სად არის მთვარე? მთვარე სად გაქრა, უნდა გვეცეკვა ჩვენ ერთად ტანგო. ტანგო კი არა ეს ტანგა ვისია ნეტავ?.. ვინმემ, რომ დამინახოს, ტანგიანი რას იტყვიან, ან რა მეშველება, გამჭორავენ და გამტატხავენ. თუმცა მათ რა იციან რა მოხდა სინამდვილეში. ,,სწორედ ეს არის უბედურება, რომ არ იციან'' მომაძახა ხმამ, მე კი დავამატე - რომც იცოდეს მაინც იმას იტყვის რაც თვითონ ეპრიანება. მოპრიალებული და დაუნაოჭებელი ტვინი იმას უკარნახებსრაც თვითონ უნდა, რაც თვითონ აწყობს!.. ოჰ, ღმერთო ჩემო, სად გაქრა მთვარე?.. მოვიარე მთელი ქვეყანა, არე და მარე, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე მე დაკარგული მთვარე. არადა უნდა გვეცეკვა ტანგო. ისევ დაფნის ბუჩქში ჩავტენე ტანგა... გათენდა... ბებიაჩემის კივილმა გამაღვიზა, ავეფხრიწე ფანჯარას, რა მოხდა-მეთქი. ბებია კიოდა, უნახავს ტანგა, როდესაც დაფნის ბუჩქს ჭრიდა და უეჭვიანებია ათი წლის წინ დაღუპულ ქმარზე ანუ ბაბუაზე. მე კი ისევ ჩავწექი ლოგინში, ბევრი ვიცინე. ავდექი შემდეგ... ჯოხით მომვზდევდა საწყალი ბებო, ვიღაცას უთქვამს, ცემი თვალებით ვხედავდი, როგორ ჩააგდო ამ ბუჩქშიო.... ვერ ვუნახივარ იმ ცალტრვინა ქალს კარგად... მე კი მომსდევს საწყალი ბებო... და მთვარევ სად იყავ გუშინ?... ასეთ ბნელ ღამეს, ასეთ უმთვარო ღამეს იმ მთვარეულმა ქალმა, როგორ მნახა?.. ამ დილით არ ამოდის მზე... და ცაზე ვხედავ მთვარეს... კი მაგრამ ეს ხომ დილაა/, დილით რა უნდა მტვარეს? თუ დილით მთვარე ამოვიდა, ამარამ მზე ამოვა? მზეს უნდა ვეცეკვო ტანგო? ბებიას ხელში უჭირავს ტანგა და ჯოხი, ჯოხი და ტანგა და მომსდევს... ოჰ, ღმერთო ჩემო, რა არეულობაა... ხომ არ მოვკვდი? არა! - რადგან ვგრძნობ ბებიაჩემის თავისებურ სუნს და თავისუფალ საქართველოს!.... არა, მკვდარი ნამდვილად არ ვარ!.. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი