* * * (ვაკაკუნე სამოტხის კარებს...)


/ ვუძღვნი კუკიის საფლავზე დაკრძალულ უცნობს,
რომელსაც ამშვენებს ეს ბარელიეფი. /
ავტორი

ვაკაკუნე და ვაკაკუნე სამოთხის კარებს,
შიგნით ირეოდნენ მოსამოტხენი,
ჩემი კაკუნი ყველას ესმოდა, გარდა ერთისა,
მაგრამ არავიან არ გამოჩნდა კარის გამღები...
ვაკაკუნე და დავიქანცე მე ამ კაკუნში,
ყურებთაგან ოხრად მომსდის სისხლი,
მე მაინც თავი არ მივანებე 
და ვაკაკუნე და ვაკაკუნე სამოთხის კარებს.
არა გავჩერდი, ღონე წარმიხდა და
ვაკაკუნებ სამოთხის კარებს.
უკვე დაკაკუნების ძალაც არ მაქვს 
ამ კამკამა კარზე და ჩავიკეცე,
მე კი ღონემიხდილი, ფერწასული, სულმოკუნრული
ვაკაკუნებ და ვაკაკუნებ სამოთხის კარზე,
მაგრამ არავინ არ გამოჩნდა კამკამა კარის გამღები...
არავის ვებრალები, სულაც არავის
და მაინც უშედეგოდ ვაკაკუნებ მე ამ კარზე.
და ტანში ჟრუანტელის დავლის ძალაც კი არ შემრჩა.
ჩემი ხუთივე თითი მიეკრა კამკამა კარის 
მოკამკამე, ალბათ საკაკუნოდ ჩამოკიდებულ რგოლს.
ვერა და ვერ შევაღწიე შიგნით,
ვერა და ვერ შევედი მასში.
ჩემი ფიქრით და ჩემი ოცნებით უკვე იქა ვარ,
მაგრამ სინამდვილეში მკორტნის მე ეული ელვა,
ვაკაკუნებ და ვაკაკუნებ სამოთხის კარებს,
მაგრამ მოსამოთხე-კარის გამღები არვინ არ ჩანს...
ამ კარის მომპირდაპირე კარიდან, 
კანს გამოსული კაცუნები რქებით დგანან 
და სირინოზისებურად მიმღერიან რაღაც მუსიკას, 
რომლის აზრიც მგონი ასეთა - 
,,ჩვენთან კაკუნის გარეშე შეგიძლია შემოსვლა ძმაო"!
მე კი მაინც განწირულად მუხლმოკეცილი
ვდგავარ სამოთხის კართან და ველოდები კარის გაღებას,
მაგრამ ამაოდ!....
თან ცრემლი მახრჩობს, რომელიც უკვე გამიშრა
და არც ნერწყვი მაქვს, ეს საშინელი სიმხურვალე, 
რომ ჩავანელო, ჩავაქრო, ჩავასველო...
ვაკაკუნებ და ვაკაკუნებ სამოთხის კარზე, სრულებრ ამაოდ!.
და ჯოჯოხეთური, მომაკვდინებელი სიმღერა მკლავს
მე იმ კაცუნათა!...
არც ნერწყვი მაქვს რომ შევაფურთხო და გავაჩუმო,
და ჯვარიც დედამიწაზე დამრჩა...
ღონემიხდილი ბულბულივით მოვკუნტრულვარ
მე ამ კარებთან და ვაკაკუნებ!...
თანდათან ვკვდები, კამკამა კარიც ნელნელა ბერდება
და ვხედავ დაბერებასთან ერთად ბნელდბა.
ვგრძნობ ჩემს ლეშს, როგორ ჭამს
სამოთხიდანაც და ჯოჯოხეთიდანაც გამოგდებული
უკვე გავირებული თაგვი...
ჩემგან არაფერი არ დარჩა ...
არც გული, არც ღვიძლი და არც სული...
ხორცი თაგვმა ჭამა, სული კი დაიკარგა,
რადგან არც სამოთხეში შემიშვეს და
ჯოჯოხეთი მე არ ვისურვე...
და მაინც, განწირული ვაკაკუნებდი სამოთხის კარზე,
ყველას ესმოდა ერთის გარდა და არავინ გამიღო...
მე ვრ შევედი სამოთხეში.
სულ ცალ ფეხზე მეკდია იგი,
მე იქ შესვლა მსურდა რადგან იქ დედა ჩემი იყო...
დედას კი არ ესმოდა ჩემი განწირული და ამაო კაკუნი
კამკამა კარზე და ვერც მხედავდა ამ კამკამა,
კარს მოღმა მდგარ უკვე უგზო-უკვლოდ დაკარგულ ვაჟს!..

2019

თ. ქართველიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი