ჩემო პრეზიდენტო!..


იალბუზიდან ნელ-ნელა დაიძრა თოვლი და
წკრიალ-წკრიალით მთის კამკამა წყაროს შეუერთდა.
წყარო ნაკადულად იქცა,
ნაკადული მდინარედ.
მდინარე - ზღვად!..
სწორედ ასე იყო თქვნი იდეოლოგიის ზრდა, ზვიად,
ჩემო პრეზიდენტო!..
ახლა, როცა თქვენ არა ხართ
ზღვა იქცა მდინარედ,
მდინარე ნაკადულად,
ნაკადული წყაროდ,
წყაროს გამოეყო იალბუზიდან დაგორებული
თოვლის გუნდა და დაშრა!..
დაშრობა გვიწერია ჩვენც.
ზვიადმა მთებმა, ფრთები მოიკვეცეს ზვიად!
ჩემო პრეზიდენტო, 
ამდენ უყველაფროს, გაუყველაფროებულს,
რა გვეშველება, რა!
რიყის ქვა  გვერდით ედო მოვარაყებულ ვერცხლს,
ან ვერცხლად უნდა გაეყიდეთ,
ანუ საქართველოსთვის ეღალატათ,
ან რიყის ქვა მოეკიდათ ფეხზე და გადამხტარიყვნენ მეტეხიდან...
მათ სენი გავერცხლება, ანუ საქართველოს ღალატი არჩიეს, ზვიად,
არჩიეს რა, აირჩიეს და ეს გზა უნდოდათ,
ჩემო პრეზიდენტო,
ვერ იათიათასეს, ყველა ვერ იქნება ცოტნე დადიანი!..
ახლა მხოლოდ გვამები ვართ,
თანამედროვე ტერმინით,
როგორც გენითგაყოლილი ცოდვიანი უცოდველი
ბავშვები ამბობენ -ზომბები!..
სენ, რომ არა ხარ,
დაგვეტყო ჩემო პრეზიტენტო!..
გთხოვ მოგვშველო,
გთხოვ გადაარჩინო ,,მოყვარეთაგან'' 
დაშლილ-დაქუცმაცებული საქართველო!..
მზე გაჭაღარავდა, მთვარემ მიგვატოვა,
ზღვა მხოლოდ მიქცევით არის დაკავებული, უკან დაიწია...
გთხოვ, ჩემო პრეზიდენტო,
მოპგვეშველე, 
რომ დავიბრუნოთ საქართველო!..
საქართველო, რომელსაც ჰყავდა
აფხაზურად მონარნზრე სოხუმის თოლიები,
რომლებიც ახლა მხოლოდ სურათებსა და მოგონებებში სახლობს...
მარჯვენა მოგვაჭრეს, ვით უტას და
უკვე მარცხენაც წაგვართვეს,
დაგვაკოჭლეს, ჩემო პრეზიდენტო,
მოდი, გვიყავრჯნე,
მოდი, შეგვეხიდე,
მოდი მოგვეხელე და წავალთ წინ,
ჩემო ზვიად,
ჩემო სამშობლიდან გაძევებულო პრეზიდენტო!..

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი