ნ ე ლ ი (ნელი არის ჩემი შინაგანი მე, ანუ ს უ ლ ი)
ის მოდიოდა ნელა, მე მას შევარქვი ნელი. საკუთარი სახელი და არა ზედსართავი. თუმცა ის იყო, იყო რა - არის, ისეთი რამ, რაც ზედ ერთვის მას... ის მოდიოდა ნელა. ნელი ერქვა და მოდიოდა ნელა. ხელი შემახო - ვიგრძენი სიცივე, ვიგრძენი სიკვდილი... ხელი შემახო - ვიგრძენი სითბო, ვიგრძენი სიცოცხლე... ის მოდიოდა ნელა... ერთ ხელში ეჭირა ცელი სიკვდილის, მეორე ხელში ეჭირა ღვინო, წითელი ღვინო, ღვინო ქართული... ის მოდიოდა ნელა... ნელიმ ცელი მკრა, სისხლი მადინა. ნელიმ ღვინო მომასხა, შემიხორცდა იარაც... ის მოდიოდა ნელა... ნელიმ იარა, იარა და ისევ მკრა ცელი და კვლავ განმიახლა იარა, კვლავ მომაპკურა ქართული ღვინო, ღვინო წითელი, და შემიხორცდა მე იარა. ის მოდიოდა ნელა.. მე მივდიოდი ნელა და ის მომყვებოდა ნელა... მე მივდიოდი ნელა და უკან მომყვებოდა ძვირფასი ნელი... და მოდიოდა ის ნელა... მან ზურგში ჩამცხო, ჩამცხოცელი, ცელი სიკვდილის, ნელიმ კვლავ განმიახლა იარა, იარა სიკვდილისა, იარა სიცოცხლისა, იარა არსებობისა, იარა სიყვარულისა, მონატრებისა, ტანჯვისა, წამებისა, სიხარულისა... ნელიმ მომასხა წითელი ღვინო და შემიხორცდა ისევ იარა... ის მოდიოდა ნელა... მეც მოვდიოდი ნელა... ნელიმ და მე, მე და ნელიმ ვიარეთ ნელა... ამ ხმაურიან, ამ გაუვალ, ამ უკუღმართ, წმად ქცეულ წუთისოფელში ვიარეთ ნელა, ვიარეთ ჩუმად, დაუბრკოლებლად... ის მოდიოდა ნელა... ჩემი ნელი, ძვირფასო ნელი, გთხოვ სენ მაინც ნუ მიმატოვებ... მე მიმატოვა დედამ, მე მიმატოვა მამამ, დამ, ძმამ, შვილებმა, მეგობრებმა ხომ... ის მოდიოდა ნელა... გთხოვ ნელი, დარჩი ჩემთან, მიყვარხარ ნელი, ნელი მიყვარხარ ძალიან... ის მოდიოდა ნელა... და მან შეწყვიტა სიარული - მე მოვკვდი... ცემი ლეში დალპა... ნელი ცაშია, ზევიდან დჰყურებს ჩემს საფლავს... ნელი მუდმივია, მე ვარ მოკვდავი... ნელი ცაშია, დაირება ნელა, მე მიწაში ვარ, ვერ დავდივარ ვერსად.. ის დუმდა, დუმდა ნელი, და ვსდუმდი მეც... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი