ქართველი ემიგრანტი


დახორბლებული ყურძენი ვჭამე,
გადახვეწილმა უცხო ქვეყანაში...
უცბად შევიგრძენი
ქართული ვაზი,
ქართული ვაზი
უცბად შევიგრძენი...
ვაზი, რომელიც მე მივატოვე...
ვაზმა კი მიერთგულა, არ მიმატოვა,
და მომძებნა უცხოთ ქვეყანაში...
ძლიერ დამცხა,
სული შემეკუმშა,
აჩქარდა,
შენელდა,
აჩქარდა,
შენელდა ფეთქვა გულისა...
თვალი დავხუჭე...
ჩემი ტერფებით შევეხე
ჩემს წმინდა მიწას...
საქართველოში უკვე რთველია,
მამაპაპური რთველი...
წინ მივიწევ,
მინდა ხელი შევახო
ჩემს წმინდა ვაზსს,
ვაზსს საქართველოჲსას...
ქართული ვაზი შევიგრძენი,
ქართულმა სიომ დაუბბერა...
ღრმად ჩვისუნთქე,
თურმე ეს ყოფილა ჩემი ჩასუნთქვა,
ამოსუნთქვა ვერ გავბედე,
მინდოდა ქართული სიო,
ქართული ჰაერი ჩემთან ყოფილიყო...
უცებ, ვიღაც თეთრხალათიანმა კაცმა
მარჯვენა მკლავზე,
სადღაც მაჯასთან
ორი თითი დამადო,
მერე კი ათრთოლდფა,
რთოლვით შემახო ყელზედაც...
სათვალეები მოიხსნა,
თვალი დახუჭა,
ცრემლის ერთი გორგალი ჩამოაგორა,
ცრემლმა ჩემს ხელზე განუტევა სული..
ექიმმა კი თქვა:
“უცხო ქვეყანაში მოკვდა საწყტალი''...
მე კი ჩავიცინე,
მე კი არა, ჩემმა სულმა...
მან არ იცოდა, ჩემი ტერფები ქართულ მიწაზე, რომ 
მედო,
მან არიცოდა, ჩემს სულში, რომ ქართული ქარი ქროდა,
ქროდა და ქროდა,
ჩემს სულში ქართული ქარი ქროდა...
ჩემი ხორცი ეშმაკსაც წაუღია,
სულია მტავარი,
ჩემს სულსი კი ქართული ვაზის ფოთლები შრიალებდნენ,
ჩემს სულში კი ქართული ქარი ქროდა,
ქროდა და ქროდა...

2019წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი