წვიმა და ქალი (ვუძღვნი მარიამ ა.-ს)


წვიმაში მოდის მიჯნური ჩემი. 
არა, ჩემი კი არა, ვიღაცა ვაჟის...
წვიმაში მოდის მისი მიჯნური,
წვიმაში მოდის  მიჯნური მისი...
საოცარია ადამიანი --
ხანაც მუნჯია,
                  ხანაც ზესწრაფი...
წვიმაში მოდის მიჯნური ჩემი,
არა, ჩემი კი არა, ვიღაცა ვაჟის...
ქალი,
ქარი,
ქალის ქროლვა,
ქალური წვიმა
და
ქალური ქარი...
წვიმაში მოდის ლამაზი ქალი,
ქალი ლამაზი, მოდის წვიმაში...
ქალი სველდება 
                  წვიმის წვეთებით,
წვიმის წვეთებით
                   სველდება ქალი...
ჯერ ქალი მოდის
მა მერე მოდის წვიმა,
ქალური წვიმა, 
ქალური ქარი...
წვიმა ეშვება,
ეშვება
               ზეციდან,
ქალი კი სახლიდან მოდის...
წვიმაში მოდის, ლამაზი ქალი...
ქალთან ერთად კი
ქალური წვიმა,
ქალური ქარი...
ჯერ ქალი მოდის 
მერე კი წვიმა...
რომ არა გავყვე მე
სხვისა მიჯნურის ქალურ ნატერფალს...
ქალის ნატერფალს შლის
ქალური წვიმა,
               ქალური ქარი...
ქალი სველდება წვიმის წვეთებით...
წვიმის კი არა -- ჩემი ცრემლებით...
ცემი ცრემლები შლის მის ნატერფალს...
ქალი,
ქალური ქალი,
ქალური წვიმა...
ვაჟური ცრემლი,
ვაჟური წვიმა....
წვიმაში მოდის მიჯნური ჩემი. 
არა, ჩემი კი არა, ვიღაცა ვაჟის...
არა, ჩემი კი არა, ვირაცა ვაჟის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი