გ ვ ი რ ი ლ ე ბ ი ს ქ ა რ ი შ ხ ა ლ ი (ვუძღვნი მარიამ ა.-ს)
გვირილების ქარიშხალმა გადამიარა, ისე, როგორც უდაბნოს გადაუვლის ხოლმე - ქვიშის ქარიშხალი!.. გთხოვ, გთხოვ უფალო, კიდევ ერთხელ მაგემინე გვირილების ქარიშხალის გემო... გთხოვ უფალო, თუნდაც ზღვაში ვიყო, გთხოვ, გვირილების შტორმმა წამლეკოს... გთხოვ, გთხოვ უფალო, თუნდაც მთაში ვიყო, გვირილების ზვავმა გადამიაროს.... გთხოვ, გთხოვ უფალო, თუნდაც ვიყო უდაბნოში გვირილების ქარმა გადამიაროს, თუნდაც ქვიშის ქარმა, ოღონდაც შიგ ერთი გვირილა მაინც იყოს!.. მაგრამ მე კარგად ვიცი, გვირილები უდაბნოში არ არიან, გვირილები ზღვაში არ არიან, გვირილ;ები თოვლიან მთაში არ არიან.... მაგრამ გთხოვ, გთხოვ უფალო, მთაშიც, ზღვაშიც, უდაბნოში ერთი გვირილა მაინც გაახარე, რათა ყველაფერს თავისი ფასი დასდოს!... გთხოვ, გვირილების ქარიშხლის გემო ერთხელ კიდევ მაგემნინე, უფალო!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი