ჯ ვ ა რ ს ვ ა ც ვ ი თ!..


ჩვენი სამშობლო ვაწამეთ!..
ჩვენი სამშობლო ჯვარს ვაცვით!..
ჩვენი სამშობლო ვანერვიულეთ და
                 გაუთეთრდა თმები ,
ჩვენი სამშობლო ფეხქვეშ გავთელეთ,
ახლა კი ტირის დედა სამშობლო,
ტირის და ცრემლი 
ორ ზღვაში ჩადის!..
ტირის სამშობლო, 
               რომელიც წავბილწეთ!..
ტირის სამშობლო,
                რომელიც გავრყვენით!..
ჩვენი სამშობლო ვაწამეთ!..
ჩვენი სამშობლო ჯვარს ვაცვით!..
ახლა კი ვზივართ და ველოდებით
              მკვდრეთით აღდგომას!..
და თუ სამშობლომ 
                        ჩვენსკენ ისევ მოიხედა,  
                                             გვაპატია და მკვდრეთიდ აღდგა,
წამიც არ იქნება გასული
                   და ისევ ვაწამებთ,
                                    ისევ ჯვარს ვაცვამ,
                                                     ისევ წავბილწავთ,
                                                                ფეხქვეშ გავიგდებთ!..
მგრამ სამშობლო,
        ისევე, როგორც 
                      შვილისაგან მიტოვებული
                                                                  დედა,
ისევ იტირებს,
იტირებს ორი ზღვისათვის,
იტირებს იმისთვის ზღვა რომ არ დაშრეს,
ცრემლებს ჩვენ დავლევთ,
                ოჰ, რა ძნელია საყურებლად დედის ტირილი,
                                              მაგრამ დედის ცრემლები უებარი წამალია!..
და სამშობლო ისევ აღდგება,
               უკვე მერამდენედ მკვდრეთით,
                               ისევ უგუნური,
                                              ისევ ზნედაცემული
                                                                     შვილის ფეხზე წამოსაყენებლად!..
სამშობლოვ ჩემო,
ჩემო დედაო,
გელოდება შენი უგუნური შვილი!..
მკვდრეთიდ აღდექი, აღდექი მკვდრეთით,
გელოდება შენი უგუნური შვილი!..
გაზაფხულია,
                            იქნებ თმები 
                                             ისევ გაგიმწვანდეს...
თვალები ისევ,
                         იქნებ,
                                         გაგილურჯდეს...
და ზღვამ,
        ცრემლის ნაცვლად
ჭაღარის გამწვანების ჟამს
გათავისუფლებული
წყალი დალიოს - 
                     შენი ცრემლების ნაცვლად...
მენატრები სამშობლოვ,   მენატრები დედავ,  
მაპატიე სამშობლოვ, მაპატიე დედავ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი