შიში (ვუძღვნი მარიამ ა.-ს)
მეშინია... მეშინია სიყვარულის გამხელის... რომ გაგიმხილო ჩემგან შორს წახვალ, და არც დამიბრუნდები... ახლა ჩემთან ხარ, მაგრამ არა, როგორც მიჯნური, არამედ, როგორც მეგობარი... არადა მე მი- ყვარ- ხარ!.. მე მეშინია -- სიყვარულის გამხელის!.. რომ გავამხილო -- დაგკარგავ!.. რომ არა, სული დამტანჯავს!.. რა ვქნა? რა ვქნა? არა ვიცი რა!.. თავი მოვიკლა?.. მე ჯოჯოხეთში, შენ სამოთხეში, იქაც ვერ შევხვდებით ერთმანეთს!.. რომ ვიცოცხლო -- რისთვის?!. მშიშრებისათვის აქ ადგილი არაა!.. მე კი ყოველთვის, როდესაც გხვდები გამარჯობას გეუბნები, როგორც და -- ძმას, მეგობარი -- მეგობარს.. გულში, რომელიც დათუთქული მაქვს, ამას ვამბობ: მი- ყვარ- ხარ!.. მიყვარხარ!.. შიში... მეშინია... შიშის მეშინია... შიშის, რომელსაც უშენობა ჰქვია!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი