შეკითხვა (ვუძღვნი მარიამ ა.-ს)
მხოლოდ ის მითხარი, მეტს არ შეგაწუხებ!.. რას გრძნობ ჩემდამი?.. სიძულვილს? სიყვარულს? არაფერს? რატომ? თუმც ეს უკვე მეორე შეკითხვაა... “რატომ“-ს მე გავცემ პასუხს, შენ იმაზე მიპასუხე!.. და მაინც დუმხარ!.. პასუხს რატომ არ მაძლევ?!. ნეტავ შენი სიტყვები მაინც არ მიმატოვებდეს... მაგრამ მანაც მიღალატა, მაგრამ მანაც მიმატოვა, და წავიდა ჩემგან შორს!.. ეს შენ იყავი ჩემს გულში, შენ კი ვერ მიმიღე!.. ეს შენ იყავი ჩემს გულში!.. შენ კი წახვედი და დამტოვე!.. ახლა, შენმა სიტყვებმაც უკუ მაქციეს!.. გძულვარ? გიყვარვარ? რატომ? თუმცა სიტყვებმაც მიმატოვეს!.. ნახვამდის!.. შენ მაინც ჩემს გულში ხარ, ეს მე ვერ შევედი შენს გულში!.. ნახვამდის, ჩემო!.. ჩემო, ნახვამდის!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი