მ ა რ ტ ო დ ა რ ჩ ე ნ ი ს ს უ რ ვ ი ლ ი (ვუძღვნი მარიამ ა.-ს)
როგორ მინდა დავრჩეთ მარტო... მარტო, სრულად მარტო... მხოლოდ მე და მხოლოდ შენ... მხოლოდ ჩვენ ორნის გულები შეეყარნენ ერთმანეთს... სულებმა შეიცნონ ერთმანეთი, თვალებმა დალიონ ერთურთი, ცხვირმა ერთმანეთის სულის სურნელი შეიგრძნოს!.. რა საჭიროა ენა!.. ჩვენ ერთმანეთს სულით, გულით, თვალით, სულის სულით ვებაასებით... როგორ მინდა, დავრჩეთ მარტო... სხვას ნუ იფიქრებ - გთხოვ!.. მხოლოდ იმიტო, მინდა მარტო ყოფნა შენტან, რომ სულმა სული შეიგრძნოს, შენი სულით დავთვრე... მე შეგიგრძენი... შენ, გთხოვ, შემიგრძენი... შემიგრძენი, ჩემო!.. მე შევიგრძენი, შევიგრძენი შენი სულის სინაზე, მე შევიგრძენი შენი გულის ფეთქვა, მე შევიგრძენი შენი სუნთქვა - და შენი სუნთქვით ვსუნთქავ... შენ ჩემი სუნთქვა ჯერაც არ გესმის, არც ცემი გულის ფეთქვა გაგიგია, მე კი შენი გულის ფეთქვით მიცემს ჩემი გული, მე კი შენი სუნთქვით ვსუნთქავ... შორს ხარ... შორს ხარ... მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მიზიხარ!.. ოჰ, როგორ მინდა დავრჩეთ მარტო!.. მხოლოდ მე და მხოლოდ შენ! არც მზე, არც მთვარე, არცა რა და არცა რა... მხოლოდ შენ და მხოლოდ მე!.. მე შენი სუნთქვით ვსუნთქავ.... მე შენი გულისცემით ვარსებობ.... შენი თვალით ვიყურები და მაინც შორს ხარ, შორს ხარ... მიყვარხარ, ჩემო!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი