გ ვ ი რ ი ლ ე ბ ი (ვუძღვნი მ.ა.-ს)
ცაზე ვარსკლავებს ეთამაშება, მიწაზე დაფენილ გვირილებს!.. გული გულსა გრძნობს, სული სულს, თვალი თვალსა და გვირისტებს... თავისუფლებისათვის იბრძვის გვირილა... გვირილა ყველგან და გვირილა ყოველთვის!.. გვირილა მზეზე, გვირილა ცაზე, გვირილა გზაზე, გვირილა მთაში, გვირილა ბარში, გვირილა ყველგან, გვირილა ყოველთვის!.. რა უბრალოა, რა ნაზია, სულის სავანებელი ეს ყვითელგულა, თეთრარშიანი ყველგან მყოფი ბალახი!.. ბალახი კი არა, ეს -- გვირილაა!.. თავისუფლებისთვის მებრძოლი გვირილა!.. ზოგს ვარდი უყვარს, ზოგს -- გვირილა!.. ვერ ედავები ვერც ერთსა და ვერცა მეორეს!.. მე კი მაინც ვიტყვი: გვირილა მიყვარს, მიყვარს გვირილა!.. თავისუფლებისთვის მებრძოლი გვირილა!.. ვარდს ვხედავ სცენაზე, გვირილას კი მინდორში... სცენაზე ვარდი დახმება და გადაყრიან ნაგავში!.. გვირილა ცხოვრობს ჩემს სულში, გვირილა სუთქავს, გვირილით ვსუნთქავ!.. თავისუფლებისათვის მებრძოლი გვირილა და არა დედებისათვის მებრძოლი ვარდი!.. ვარდი წარმავალია, გვირილა მუდმივი, მუდმივი, როგორც მზე და როგორც, შენ... ამიტომ მიყვარს მებრძოლი, ნაზი, სპეტაკი, გვირილა, ისევე, როგორც მზე და ისევე, როგორც შენ!.. ამიტომ მიყვარს გვირილა!.. გვირილა პირს რომ გააღებს... გვირილა თმებს, რომ გაიშლის... რაღა იქნება მისი სადარი, ან მისი საწუნი? -- არა რა რაი!.. მიყვარს მისი ტან-ფეხი, ქერა თმები და თეთრი, თეთრი კბილები!.. ეს გვირილაა! ჩემი გვირილა!.. თავისუფლებისათვის მებრძოლი გვირილა!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი