ვერლიბრი ფიროსმანს


ის იჯდა წყნარად,
ის იჯდა ჩუმად,
არ ხმაურობდა,
არ ყვიროდა და
მოკვდა ჩუმად,
მოკვდა უხმაუროდ,
მოკვდა წყნარად....
მილიონი ვარდი,
დიახ, მილიონი ვარდი აჩუქა მიჯნურს...
მიჯნურიგანაც წავიდა წყნარად,
წავიდა ჩუმად,
წავიდა უხმაუროდ...
იჯდა და ხატავდა...
იჯდა და გონებაში ხატავდა,
მერე ფუნჯით გადმოხატავდა გონებიდან....
იჯდა და ხატავდა...
არა აკადემიაში,
არამედ კიბის ქვეშ...
სადაც მიყრუებულში...
და ის წავიდა, წავიდა წყნარად,
ჩუმად,
უხმაუროდ...
შიმშილისაგან კუჭგამხმარი, მაგრამ ფერადი,
ფერადი მისი ნახატებითა და ფუნჯით,
წყურვილისაგან დამჭკნარი,
ჩამოღვენთილი...
მაგრამ დატოვა,
დატოვა მაგრამ რა დატოვა...
ასე ძვირია ცხოვრება,
ასე ძვირფასია ცხოვრება,
და იგი წავიდა ჩუმად,
წყნარად,
უხმაუროდ!..
წავიდა...
წავიდა...
დატოვა მილიონი ვარდი...
დატოვა სიყვარული...
დატოვა მეთევზე,
დატოვა ირემი 
და ის წავიდა წყნარად,
ჩუმად
და უხმაუროდ!..

2019 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი