შავმა თოვლმა ..


შავმა თოვლმა
        გადამალა ჩემი
                    თეთრი ფიქრები!
მხოლოდ იმას ვფიქრობ და
         რას იტყვიან ჩემზე,
                        როცა აღარ ვიქნები!
ვდგავარ გარეთ,
         მინდორში,
ვფიქრობ...
თავს მაცვივა შავი, 
     დიახ შავი ფიფქები!..
გარეთ მზეა,
      ჩემში წვიმს,
გარეთ მზეა,
       ჩემში თოვს...
ვიღაც ქალი,
          უცხო ქალი,
                   სიყვარულს მთხოვს!..
ვის ვუნდივარ,
            ვის?!..
გარეთ მზეა,
      ჩემში წვიმს,
გარეთ მზეა,
       ჩემში თოვს!..
ახლა გაიგებ ხმას,
    ხმას შემზარავსას,
         ვესვრი თოფს! -
ჩემს თავს მოვკლავ!..
გარეთ მზეა,
      ჩემში წვიმს,
გარეთ მზეა,
       ჩემში თოვს!
ვიღაც ქალი,
     უცხო ქალი-
             სიყვარულს მთხოვს!!!

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი