ჩემი საქართველო
ჩემი საქართველო აქ არის, ოდნავადაც არ შერყეულა მთა, ჩემი საქართველო აქ არის, აქ უნდა დამიჭკნეს თმა... ჩემი საქართველო აქ არის, აქ უნდა შევხვდე მტერს, რა დამაძინებს, როდესაც უჭირს ერს, რა დამაძინებს, როდესაც უჭირს ბერს... ჩემი საქართველო აქ არის - ეს არის ჩემი აფხაზეთი, აი აქ მომაჭრეს ფრთა. ეს არის ჩემი სამარგალო, ეს არის ჩემი დარჩელი - სწორედ აქ გადამიწვეს ცა, სწორედ აქ გადამიწვეს მთა... ეს არის ჩემი გურია, ხშირად დასტყდომია ,,ჯანყი'', ჩემო გურიავ და ჩემო სანატრელი, ნუ დაღონდები, მოიკრიბე ჯანი!.. ეს არის ჩემი აჭარა, აქ არის ჩემი ბათუმი... ჩემი საქართველო აქ არის, იმერეთი და კახეთი, ქართლი და მთიანეთი, ხევსურეთი და ფშავი... ჩემი საქართველო აქ არის, აქ იშვა ჩემი ვაჟა, ჩემი საქართველო აქ არის, აქ იშვა ჩემი რუსთველი, ეს არის სამშობლო გალაკტიონის... არგონავტები მოდიან, ჩვენ გვეშინია რიონის, გთხივ დიდო ზევსო, ჰეფესტოვ, მეორეჯერ ნუ დამაკარგვინებ ქალს.... ჩემი საქართველო აქ არის! აქ დავღრი დედის მოცემულ სისხლს! ჩემი საქართველო აქ არის - ოდნავ არ შერყეულა მთა, და არ ამბურძგვლია თმა!- მტერო გეშინოდეს, ღმერთო დამლოცე და დედავ მაპატიე შეცდომები ზღვა! 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი