* * * (სოფელში ვიყავ, ვიწექ ხის ქვეშ)


სოფელში ვიყავ, ვიწექ ხის ქვეშ
და ვუყურებდი ფუტკართა ბუკიდან გამოგდებულ
                            ეულად მფრინავ,
                                         დაღვრემილ ფუტკარს...
ის მუშა იყო...
      მუშა ფუტკარი...
მამით ობოლი,
       დედისგან მივიწყებული,
                   მეგობრებისგან უარყოფილი,
                                      უარყოფილი
                                                მუშა ფუტკარი!..
ბებომ დამიძახა...
მოდი ვჭამოთო..
თაფლიანი კვერი დავამზადეო...
,,თაფლის'' გაგონებაზე ფოთლებმა იბზუილეს,
ვჭამოთო, რომ მითხრა გამიხარდა,
მშიოდა რადგან..
მაგრამ თაფლისგან დამზადებული კვერი, როგორ ვჭამო?
რა სინდისით!
როდესაც ვხედავ ამ ეულ ფუტკარს,
მისი დაგვიანებით მიტანილი თაფლი, რა სინდისით ვჭამო?...
ქვას ფეხი წავკარ,
ფიქრით მიმავალი გამოვცოცხლდი,
ფეხზე წვა და ტკივილი ვიგრძენ...
ფუტკარმა მიკბინა...
გავწყერი!
მაგრამ მერე მივხვდი ამ 
მარგალიტამოცლილი მიგდებული ნიჟარასავით
ფუტკარს თავის მოკლა ეწადა!..
მოკვდა კიდეც!...
ერთი ფუტკარით ნაკლები ბზუის ამ ქვეყნად!
იქნებ მეც მოვკვდე...
    ხომ არ ჯობს ვითომ?..
ერთი ადამიანით ნაკლები ივლის
                   ამ დედამიწაზე!
მაგრამ სოფელში, ამ ტკბილ ბებიასთან
თავი როგორ მოვიკლა?....
ბებო....
    ბებო....
         ბებო....
              ამდენ ხანში ბებოს ტრომბმა დაარტყა! -
მოკვდა საწყალი!

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი