დედა (-I-)


წვეთ-წვეთობით მოჩუხჩუხებს წყარო დედის ცრემლების...
დედას ვენატრებით, დედას ვუყვარვართ, დედას ჭაღარა შერევია თმაში..
დედაჩემო, გთხოვ მაპატიო...
დედაჩემო, გთხოვ მაპატიო ყოველი სიტყვა, რომელიც გკადრე,
დედაჩემო, გთხოვ მაპატიო ყოველი წამი, რომელიც შენ ვერ მოგიძღვენი,
დედაჩემო, გთხოვ მაპატიო ყოველი სუნთქვა და
                                    ყოველი ფიქრი, რომელიც შენ არ გეხებოდა...
დედაჩემო, მაპატიებ?!.
მაპატიებ იმ ჭაღარას, რომელიც მე გაგიჩინე თმაში?..
მაპატიებ იმ გზას, რომელიც შენსკენ არ მიდის?..
მაპაპატიე ყველა სამოსი, რომელიც შენ შემნიკერე 
შენი დაღვრემილი ხელებით და არ ჩავიცვი,
შემრცხვა მაშინ, წუთიერად მისი ჩაცმა,
მაგრამ ახლა საუკუნოდ მრცხვენია,
მრცხვენია შენი მოციმციმე თვალების ჩაქრობა ჩემი - არას! გამო...
დედაჩემო, მაპატიე...
გიტარას სიმი გაუწყდა და შევწყვიტე მღერა,
დედის დარგულმა ყვავილმა, ლამაზმა ყვავილმა
ყელი მოიღერა...
მანიშნა! -
შვილო, აქავარო... აქა ვარო მე დედაშენი!..
დედა, ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩემთან ხარ!
მთის ქიმიდან და ზღვის ფსკერიდან
ამოვალილივავებ შენს სიყვარულს...
გიტარს გაწყვეტილი სიმი აღვუდგინე, 
ისევ ჩამოვკარი ,,დები იშხნელები''.
მაგრამ ვერ აღვადგენ სიმს, რომელიც გაწყდა ჩემსა და შენს შორის,
შენსა და ჩემს შორის....
დედა მიყვარყარ!!!
გთხოვ მაპატიო ყველა მომენტი, ყოველი ჟამი, 
რომელიც შენ ვერ გაჩუქე დედავ!

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი